21:57 - 24 Aug, 2019
2019-03-27 13:47:10, 1599 ნახვა
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მფრინავ ეკატერინე ქვლივიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მფრინავ ეკატერინე ქვლივიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ეკატერინე ქვლივიძემ თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტის პირობები დაარღვია. 

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2017 წლის 30 მაისს თავდაცვის სამინისტროსა და ქალბატონ ეკატერინე ქვლივიძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. ხელშეკრულების პირობების თანახმად მივლინების ვადების ჩათვლით სამსახურის ვადა განისაზღვრა 8 წლით. აღნიშნულის საფუძველზე ქალბატონი ეკატერინე 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე იმყოფებოდა მივლინებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიაციის კაპიტნის საკარიერო მომზადების კურსზე. მხოლოდ ამ კურსზე მისი გადამზადებისთვის დაიხარჯა 49 ათასი ამერიკული დოლარი, რასაც ემატება ათობით ათასი ლარი საქართველოში წლების განმავლობაში მის გადამზადებაზე დახარჯული სახსრების სახით. ამის მიუხედავად, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ 4 თვეში ქალბატონმა ეკატერინემ პატაკით მიმართა ხელმძღვანელს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნა (მოტივის მითითების გარეშე). თავდაცვის სამინისტრომ ქალბატონ ეკატერინეს წერილობით აცნობა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და ჯარიმის ოდენობის შესახებ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რაც მან დაადასტურა შესაბამის შეტყობინებაზე ხელმოწერით. („სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ქვეპუნქტის შესაბამისად თავდაცვის უწყებამ მოითხოვა კონტრაქტის დარღვევის საფუძველზე კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება.) ამის შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და იგი კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში, მას შემდეგ რაც გააფრთხილებს პირს მოსალოდნელი შედეგების შესახებ, ვალდებულია მოითხოვოს კანონით გათვალისწინებული სანქციები. აქვე აღსანიშნავია, რომ ქალბატონ ეკატერინეს სამსახურის პერიოდში არავითარი წერილობითი პრეტენზიით ხელმძღვანელობისათვის არ მიუმართავს, არც გენდერული დისკრიმინაციისა და არც სხვა რაიმე დარღვევის შესახებ. მან გარკვეული პრეტენზიები თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ დააფიქსირა, თუმცა არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი და მტკიცებულება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თავდაცვის სამინისტრო როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით და მოუფრთხილდეს საქართველოს მოქალაქეებისა და პარტნიორების მიერ დახარჯულ თითოეულ თეთრს და აღნიშნული თანხა რაციონალურად და ეფექტურად გამოიყენოს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად. შესაბამისად, საკონტრაქტო პირობებს, მათ შორის ძვირადღირებულ უცხოური სამხედრო განათლების მიღებას, გააჩნია თავისი ვალდებულებები და თავდაცვის სამინისტრო კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ დაუშვებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობას. 

გარდა ამისა, მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს გააჩნია კონკრეტული მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ხდება გენდერული თანასწორობის განმტკიცება, დისკრიმინაციის, შევიწროვებისა და ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრა. რასაც არეგულირებს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია. სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობენ გენდერული მრჩევლები, ხოლო მონიტორინგს უწევს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც არსებობს 2014 წლიდან და რომლის შესახებ ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე. ჯგუფს ასევე აქვს საკონსულტაციო ფუნქცია და ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურეს თუ სამოქალაქო პირს შეუძლია დაუკავშირდეს რაიმე საჩივრის, შემთხვევის, შეკითხვის და ა.შ. არსებობის შემთხვევაში. ჯგუფი ანგარიშვალდებულია მინისტრის მოადგილესთან და ჯგუფის ხელმძღვანელს ამ და სხვა ნებისმიერი მნიშნელოვანი საკითხის განხილვა შეუძლია მასთან ყოველდღიურ რეჟიმში. ამასთანავე მოქმედებს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი, დაკავშირება შესაძლებელია, ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით ან/და შესაბამისი ყუთების საშუალებით, სადაც შესაძლებელია წერილის მოთავსება ანონიმურობის დაცვით", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

9NS) 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics