22:56 - 17 Jun, 2019
2019-03-24 12:53:07, 2003 ნახვა
24 წლის ტარიელის ჯანმრთელობას რომელმაც შიშველი ხელით მგელი მოკლა საფრთხე არ ემუქრება

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილისუბანში მგელი ადგილობრივებს თავს დაესხა. მტაცებლის მოგერიება 24 წლის ტარიელ მიქელაძემ შეძლო, რომელიც მას უიარაღოდ შეებრძოლა. ინციდენტი 19 მარტს, საღამოს მოხდა.

"უნდა მოგიყვეთ ამბავი, რომელიც მითიური გეგონებათ... ეს ტარიელია წალკაში ცხოვრობს მის სოფელში აგრესიული მგელი შევარდა და ქალებს თავს დაესხა. ეს ადამიანი შიშველი ხელებით შეებრძოლა მგელს და დაამარცხა" -წერს ჯაბა ხინიკაძე.

"საღამო ხანს ორი ქალბატონი სახლისკენ მიდიოდა. როდესაც ერთი შინ შევიდა, სახლის აივანზე მგელი დაესხა თავს. ყვირილზე მეორე ქალიც მივარდა. მგელმა ისიც დაკბინა. მათი გადარჩენა მეზობლად მცხოვრებმა ტარიელ მიქელაძემ შეძლო, რომელიც უიარაღოდ შეეჭიდა მგელს. საბოლოოდ, მტაცებელი მეზობლებმა ხელკეტებითა და ნაჯახით მოკლეს“, – უთხრა „რეგინფოს“ წალკის მერმა, ილია საბაძემ.

ერთ-ერთ ქალს მგელმა ხელზე უკბინა, მეორეს კი ჭრილობა ყელის არეში აქვს. დაზიანებები მიიღო თავად ტარიელ მიქელაძემაც. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა მათგანს ჩაუტარდა აცრები და სხვა სამედიცინო დახმარება გაეწიათ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics