08:57 - 22 Aug, 2019
2019-03-23 12:44:53, 1949 ნახვა
მატჩის წინ: საქართველო VS შვეიცარია

ევრო 2020–ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები შვეიცარიას "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

 

adjarasport.com წარმოგიდგენთ ყველაფერ საინტერესოს, რაც აღნიშნული მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ.

 

ტრავმირებულები

 

როგორც იცით, საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო 19 წლის ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე ვერ ეხმარება. რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში არიან, მათგან გუნდის დახმარებას მხოლოდ გიორგი მერებაშვილი ვერ შეძლებს, რომელმაც ვარჯიშზე მუხლი იტკინა.

 

საქართველოსთან მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდიც. მათ შეტევის ხაზის 3 ლიდერი: ხედრან შაქირი, ჰარის სეფეროვიჩი და ადმირ მეჰმედი დააკლდებათ. ამ ტრიოს ანგარიშზე უკანასკნელ 10 მატჩში შვეიცარიის 19 გოლიდან 13–ია.

                                                    მწვრთნელების კომენტარები

ვლადიმირ ვაისი(საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):
 "ჩვენ არ გვსურს, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. მაქსიმუმი რისი მიღწევაც შეგვიძლია ეს ამ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.  ყველაფერი ჩვენზე და ჩვენს მომზადებაზეა დამოკიდებული. მაინტერესებს როგორი რესურსი აქვს საქართველოს ნაკრებს და დროა ვნახოთ, რას წარმოვადგენთ დიდი გუნდების წინააღმდეგ".

ვლადიმირ პეტკოვიჩი(შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი): "წარმატების რეცეპტი მარტივია: ბევრი შრომა. ჩვენ დისციპლინირებული გუნდი გვყავს და ამან მოიტანა ეს შედეგები. საკუთარ თავებში დარწმუნებულები ვართ. ასე უნდა ვიყოთ ხვალაც და სახლში 3 ქულა წავიღოთ. ქართველები აგრესიულები და შემტევები არიან. ფიზიკურად ამტანები არიან და ეს უნდა გავითვალისწინოთ".

                                                              
ურთიერთშეხვედრები

 

საქართველოს და შვეიცარიის ურთიერთშეხვედრების ისტორია დიდი არაა. ეს ქვეყნები ერთმანეთს სულ ორჯერ შეხვდნენ და "ჯვაროსნებს" უარყოფითი ბალანსი აქვთ – 1 წაგება, 1 ფრე.

 

08/09/2002 შვეიცარია - საქართველო 4:1
02/04/2003 საქართველო - შვეიცარია 0:0

                                                                     მსაჯები

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირებას ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა კრეიგ პოუსონის ხელმძღვანელობით განსჯის. მისი დამხმარეებიც თანამემამულეები იქნებიან: ლი ბითსი და გარი ბესუიქი. რაც შეეხება მეოთხე მსაჯს, იგი ენტონი ტეილორი იქნება, რომელიც ასევე ინგლისელია.




ავტორი: გიორგი ბერაია, სპორტის მიმიმხილველი


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics