03:44 - 18 Jun, 2019
2019-03-23 11:45:16, 1551 ნახვა
ყაზახეთის დედაქალაქს ოფიციალურად ნურსულთანი ეწოდა

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი ეწოდება, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. 

„ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქს ასტანას დაერქვას სახელი ნურ-სულთანი“, - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

მედია საშუალების ინფორმაციით, განკარგულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. 

ცნობისთვის, ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი 20 მარტს ინიციატივით გამოვიდა, რომ ქვეყნის დედაქალაქ ასტანას ყოფილი პრეზიდენტის სახელი ნურსულთანი [ნაზარბაევი] დაერქვას. 

გარდა დედაქალაქის სახელწოდების შეცვლილი ახალ პრეზიდენტს კიდევ რამდენიმე ინიციატივა აქვს. კერძოდ, მას სურს - ნურსულთან ნაზარბაევს დედაქალაქში ძეგლი დაუდგას და ყველა ქალაქის ცენტრალურ ქუჩას მისი სახელი დაერქვას. 

ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა 30-წლიანი მმართველობის შემდეგ გუშინ დატოვა.

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics