22:00 - 20 Jul, 2019
2019-03-22 11:34:32, 542 ნახვა
გირჩი - მთაწმინდელებს ვთხოვთ, ჩვენი ამომრჩეველი შუალედური არჩევნებისთვის თავიანთ სახლებში ჩაწერონ

 „გირჩი“ გამოირჩევა თავისი არასტანდარტული საარჩევნო კამპანიებით და ამიტომაც, ჩვენს არამთაწმინდელ მხარდამჭერებს მოვუწოდებთ გადაეწერონ მთაწმინდაში, - ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჰერმან საბომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „გირჩის“ მხარდამჭერები, რომლებიც მთაწმინდაში გადაეწერებიან, „გირჩი“ კომუნალურ გადასახადებს დაუფარავს.

„ეს არჩევნები „გირჩისთვის“ არის რეალური შესაძლებლობა, რომ პარლამენტის ტრიბუნაც დაემატოს იმ იარაღებს, რასაც ვიყენებთ ხოლმე ქვეყანაში თავისუფლების გაფართოებისთვის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, ჩვენი მხარდამჭერებისთვისაც და მთელი მოსახლეობისთვისაც. შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო კამპანია დავიწყეთ და იცით, რომ „გირჩი“ გამოირჩევა თავისი არასტანდარტული კამპანიებით, არასტანდარტული აქტივობებითა და კამპანიის მანძილზეც ვეცდებით, რომ სულ რაღაც ისეთი შემოგთავაზოთ, რასაც სხვა პარტიები ან ვერ მოიფიქრებდნენ ან რაღაც-რაღაცეები არ ეყოფოდათ. ჩვენ ცესკო-სთან გავარკვეეთ, რომ ყველა მსურველს აქვს უფლება მარტივად გადაეწეროს იქ, სადაც უნდა. კონსტიტუციით არის დაცული ჩვენი გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება. ასე რომ პრობლემა არ არის ამ მხრივ და გვინდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს ორი რამ მოვუწოდოთ: ერთი - მთაწმინდელ მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ გამოგვეხმაურონ და თავიანთ სახლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბიდან „გირჩის“ მხარდამჭერები მათთან გადაეწერონ მასიურად და მეორე - არამთაწმინდელ მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ  ისინიც ამ ხალხთან გადაეწერონ მასიურად სახლებში. ერთი პრობლემა, რაც შეიქმნას ის არის, რომ ამ ორი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები სულადობრივად ითვლება და „გირჩი“ თავის თავზე იღებს ამ ათასობით ლარს წყლის და დასუფთავების. ასე რომ ეს პრობლემა არ იქნება. ყველა, ვინც ამ პროექტში მიიღებს მონაწილეობას, ყველა მათგანს დაერიცხება „გირჩის“ ციფრული ვალუტა.  მე მგონია, რომ მართლა რეალური შანსები გვაქვს ამ არჩევნებში გამარჯვების, ჩემზე უკეთესს კანდიდატს ჯერჯერობით ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ჰერმან საბომ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics