07:23 - 20 Jul, 2019
2019-03-21 16:12:40, 2051 ნახვა
დიმიტრი ცქიტიშვილი: ინტერპელაციის წესით გულისხმობს, რომ ერთ საკითხზე მოდის მთავრობის წევრი და მიდ გარშემო მიდის დისკუსია

„ხვალინდელი დღე არის პირველი, როდესაც ახალი რეგლამენტის შესაბამისად ინტერპელაციის წესით მოდის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში. ინტერპელაციის წესი გულისხმობს, რომ ერთ კონკრეტულ საკითხზე მოდის კონკრეტული მთავრობის წევრი; ამ შემთხევაში პრემიერ-მინისტრი და კონკრეტული საკითხის ფარგლებში უნდა გაიმართოს დისკუსია. არც ერთ შემთხვევაში სხვა ფორმატი არ უნდა მიიღოს, რათა გარკვეულწილად, პოლიტიკური პროცესი იყოს ობიექტურად მართვადი და რეგლამენტირებული. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და დემოკრატიული პროცესის საფუძველია პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსვლა და ინტერპელაციის წესის დანერგვა. ამით პარლამენტის როგორც საზედამხედველო ორგანოს როლი იზრდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება სისხლის სამართლის დანაშაულისა და კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობა და მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნება.

ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

 




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics