08:58 - 22 Aug, 2019
2019-03-20 22:14:49, 2156 ნახვა
მილტონ ჰეიგი: რუსეთთან შესვენებაზე მორაგბეებს ერთადერთი რამ ვთხოვე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ,, დათვებს '' კრასნოდარში 22-6 სძლია და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 5-დან 5 მატჩის მოგება მოახერხა. 'ბორჯღალოსნებმა' ჩემპიონობაც რუსეთში იზეიმეს და,, მესამე თაიმიც იდეალური გამოუვიდათ''. მილტონ ჰეიგმა რუსეთის რაგბის კავშირის პრესსამსახურთან კრასნოდარში გამართული მატჩი შეაფასა.

მილტონ ჰეიგი: ''რუსეთში გამართული მატჩი ყოველთვის რთულია, არ მაქვს მნიშვნელობა კრასნოდარში ვთამაშობთ თუ სოჭში. თითოეულმა მორაგბემ იცის, რას ნიშნავს ეს მატჩი არამარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. რუსეთი გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა.
სათამაშოდ საშინელი ამინდი იყო, არ უნდა დაგვავიწყდეს ლინ ჯონსის გაწეული სამუშაო. რუსები კარგად თამაშობენ, ვიდრე 2-3 წლის წინ. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, პირველი ტაიმი კარგად ვერ ჩავატარეთ. თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე მორაგბეები ნერვიულობდნენ. შესვენებაზე ვთხოვე, რომ დამშვიდებულიყვნენ და ისე ეთამაშათ. შედეგით კმაყოფილი ვარ.

რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა, ლინ ჯონსმა განაცხადა, რომ რაგბი ევროპაზე ყველა მოწინააღმდეგეს ჰქონდა დადებითი მხარეები, თუმცა საქართველოს ნაკრები უნიკალური გუნდია. ჯონსმა საქართველოს ტიტულის მოგება მიულოცა.




ავტორი: გიორგი ბერაია, სპორტის მიმიმხილველი


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics