22:05 - 20 Jul, 2019
2019-03-20 14:00:13, 3792 ნახვა
პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 89 ხმით მიიღეს. პროექტის წინააღმდეგ 31-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კაბინეტს ეკუთვნის, რომლის ინიციატორებიც: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.  




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics