06:45 - 25 Aug, 2019
2019-03-19 14:31:26, 5992 ნახვა
მაღაზია, რომელშიც პლასტმასს ვერ იპოვით

"იმისათვის, რომ იყიდო-პლასტმასი საჭირო არ არის"-თვლიან გერმანიაში, კერძოდ ქალაქ მიუნხენში. მაღაზია სახელად "Ohne", რაც ქართულად "გარეშეს" ნიშნავს ბავარიის დედაქალაქში ამა წლის 20 თებერვალს გაიხსნა და იმ დღიდან წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობს. 

 

მაღაზიაში ყველა სახის ბიოლოგიურად სუფთა სურსათი იყიდება. თავისი მცირე ზომიდან გამომდინარე "Ohne" არ თანამშრომლობს დიდ ინდუსტრიულ ქარხნებთან და უპირატესობას მცირე ზომის ფერმებს ანიჭებს.  

მაგრამ "Ohne"-ს ყველაზე დიდი მიღწევა ის გახლავთ, რომ მასში ბიოლოგიურად არახრწნად მასალებს (პლასტმასი, პოლიეთილენი, სილიკონი და.ა.შ) ვერ იპოვით. მყიდველი მაღაზიაში სტუმრობის წინ ვალდებულია სურსათის ტრანსპორტაციისთვის განკუთვნილ მრავალჯერად ჭურჭელზე თავად იზრუნოს. ამ მიზნისთვის კი ყველაფერი გამოდგება-შუშის ბოთლები, ქაღალდის და ბამბუკის პარკები ნაჭრის ჩანთები, ჭიქები, მეტალის ჯამები-ყველაფერი ეს პლასტმასზე უარის თქმის გამო დაგჭირდებათ. სქემა ძალიან მარტივია-ჭურჭელს, რომელსაც მაღაზიაში მოიტანთ აწონიან და პროდუქტით ავსების შემდეგ, მთლიან წონას მის წონას გამოაკლებენ. 


"ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ პლასტმასის წარმოებისთვის ძალიან ბევრ ბუნებრივ რესურსს ვხარჯავთ. როგორც ვიცით ბევრი მათგანი თვითგანახლებადი არ არის. ჩვენ მათ უნდა გავუფრთხილდეთ მომავალი თაობები რომ დატკბნენ იმ საოცარი ბუნებით, რომელიც დღეს ჯერ კიდევ გაგვაჩნია", ამბობს მაღაზიის თანადამფუძნებელი ქრისტი ტრაუბი.
იმის მიუხედავად, რომ გერმანიაში პლასტმასის ეფექტური გადამუშავების პროგრამა ათწლეულობებს ითვლის, "Ohne"-ს მაგვარი მაღაზიების გახსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ პლასტმასის და პოლიეთილენის ნარჩენების დაშლისთვის ასობით წელიწადია საჭირო, შემდეგ ის მიკროპლასტიკად გადაიქცევა, რაც ბუნებას არანაკლებ ზიანს აყენებს.

 

 








ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics