22:21 - 20 Jul, 2019
2019-03-18 12:35:26, 2260 ნახვა
„ხელები გააჩერე ბიჭო“ - იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - ვიდეო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ, „ევროპული საქართველოს“ წევრ ოთარ კახიძესა და  ქართული ოცნების წევრ ირაკლი ბერაიას შორის დაპირისპირება მოხდა.

კახიძემ ბერაისას ჯერ ფურცლები ესროლა, შემდეგ კი დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთარ კახიძემ კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს მოუწოდა, არ მიეცათ ირაკლი ბერაიასთვის კახა კუკავას განცხადებაზე გამოხმაურების საშუალება. კახიძემ განმარტა, რომ რეგლამენტი მხოლოდ კითხვების დასმას ითვალისწინებდა და არა გამოხმაურებას.

დეპუტატებმა ჩხუბი მანდატურების ჩარევის შედეგად შეწყვიტეს.

 








ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics