08:54 - 22 Aug, 2019
2019-03-17 21:59:18, 2090 ნახვა
ბექა ღვინიაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელია

ეკატერინბურგის გრანდ სლემის მესამე დღეს მედალი მხოლოდ ბექა ღვინიაშვილმა მოაპოვა. -90 კგ. წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ბექამ ბრაზილიელი რაფაელ მასედო დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. სამწუხაროდ, ფინალში ღვინიაშვილი ჰოლანდიელ ვან ტედთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალურ ბლოკამდე ღვინიაშვილმა ბრწყინვალედ იარა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ ბრძოლაში რუს კოსტოევს სძლია, შემდეგ თურქეთის სახელით მოასპარეზე მიქაელ ოზერლერს აჯობა და მეოთხედფინალში ტაჯიმა გოკი საოცარი იპონით დაამარცხა.  

დღეს, ტურნირს ნაადრევად სამი ქართველი ძიუდოისტი გამოეთიშა - ონისე სანებლიძემ (100 კგ) ლატვიელ ევგენის ბოროდავკოსთან წააგო, გიორგი ბერიაშვილი (100 კგ) მონღოლ ლხაგვასურენთან დამარცხდა, ხოლო მძიმე წონაში გელა ზაალიშვილმა იაპონელ ჰიოგა ოტასთან პირველივე ბრძოლა დათმო.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics