03:44 - 18 Jun, 2019
2019-03-17 13:08:29, 1306 ნახვა
მოდელი რომელმაც სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ ჩვენება მისცა რადიაციით მოკლეს

იტალიის პროკურატურა ამოწმებს ვერსიას იმის შესახებ, რომ მოდელი იმან ფადილი მოკლულია. "რუბის საქმით" ცნობილი პროცესის მთავარი მოწმე,  ორგანიზმში რადიაციის დიდი დოზით მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა.

წარმოშვებით მაროკოელი მოდელი, იტალიის ყოფილი პრემიერის სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენებას აძლევდა. 
2012 წელს მილანის სასამართლოში ფადილმა სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მოწმე მაშინ ამტკიცებდა, რომ იტალიის პრემიერი საკუთარ ვილაზე "სექს საღამოებს" აწყობდა სადაც პროსტიტუციაში ჩართული იყვნენ არასრულწლოვნებიც, მათ შორის თავად მოდელი.
"ძალიან დასანანია, როცა ახალგაზრდა ადამიანები კვდებიან, მაგრამ გარწმუნებთ, ამ შემთხვევასთან არანაირი კავშირი არ მაქვს" - განაცხადა სილვიო ბერლუსკონიმ.
ANSA და სხვა იტალური გამოცემების მტკიცებით, მოდელის სისხლში,  დიდი ოდენობით შერეული რადიაცია აღმოაჩინეს.  იტალიური პრესა, ამ მკვლელობას ლიტვინენკოს მკვლელობასაც ადარებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics