13:56 - 20 Aug, 2019
2019-03-15 18:14:41, 1991 ნახვა
პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი - საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. ეს კი დამოკიდებულია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის კომპეტენციასა და სტაბილურობაზე“, - ეს განცხადება საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა დღეს მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გააკეთა.

ამერიკელმა დიპლომატმა ყურადღება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით საქართველოს პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

„სტარტეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას მინდა აღვნიშნო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის თუ ჯაველინების მიმართულებით. ხაზგასასმელია საქართველოს შესაძლებლობა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. საქართველოს ურთიერთთავსებადობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან  ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. მომავალ კვირას საქართველო მასპინძლობს ნატო-საქართველოს სწავლებას, რაც ნამდვილად უჩვეულოა, რომ ნატოს ეგიდით წარმოებული სწავლება ალიანსის არაწევრ ქვეყანაში იმართება.

ინსტიტუციონალიზაცია, რაზეც მინისტრმა იზორიამ და გენერალ-მაიორმა ჩაჩიბაიამ დღეს ისაუბრეს, ძალიან მაღალ დონეზეა. ამაზე მეტყველებს საქართველოს თავდაცვის ძალების უპრეცედენტო განვითარებაც. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ხელმძღვანელობის კომპეტენციისა და სტაბილურობის შედეგია.  კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი ჩვენს ქვეყნებს შორის არასდროს ყოფილა“, - აღნიშნა  პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics