07:03 - 25 Aug, 2019
2019-03-15 10:45:10, 1643 ნახვა
ახალ ზელანდიაში ხალხით სავსე ორ მეჩეთში ცეცხლი გახსნეს - არის მსხვერპლი

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში, ხალხით სავსე ორ მეჩეთში ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 40-მდე ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, პირველი თავდასხმა მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მოხდა, სადაც იმ დროისთვის 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების შემდეგ კი, ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა.

მომხდართან დაკავშირებით 4 ადამიანი დაკავებული, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics