11:06 - 24 Aug, 2019
2019-03-12 15:13:11, 2124 ნახვა
„პრინტერის საღებავი და პარაცეტამოლი სიმსივნის წამლის ნაცვლად“ - ფალსიფიცირებული წამლებით წელიწადში 250 000 ბავშვი კვდება

ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი უხარისხო მედიკამენტების მიღების გამო იღუპება, - ამის შესახებ The Guardian ახალ კვლევაზე დაყრდნობით იუწყება. 

კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად 250 000-ზე მეტი ბავშვის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ფაქტობრივად უკანონო მედიკამენტების დისტრიბუციაა. 

როგორც ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში აცხადებენ, ფალსიფიცირებული და უხარისხო მედიკამენტების გავრცელების რისკი ყოველწლიურად იზრდება.

ამავე კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი ბავშვი ისეთი აბების და ანტიბიოტიკებისგან იღუპება, რომლებიც ინფექციების შეჭრის პრევენციისთვის, ასევე ჰეპატიტის და მენინგიტის დროს უნდა მიიღონ. საუბარია ასევე მალარიისა და პნევმონიის სამკურნალო მედიკამენტებზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების შესახებ აფრთხილებს, რომლებიც პარაცეტამოლისგან [სიცხის დამწევი] არის დამზადებული. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთი წამლებით დისტრიბუცია ყველაზე მეტად ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც ნარკომომხმარებლების და შესაბამისად ნარკოდისტრიბუციის ყველაზე მეტი ფაქტია. 

კვლევით დადგინდა, რომ ფალსიფიცირებულ მედიკამენტებს ძირითადად ჩინეთსა და ინდოეთში აწარმოებენ. ისინი შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, როგორიც არის მაგალითად პრინტერისთვის განკუთვნილი საღებავი და დარიშხანი. აღსანიშნავია, რომ ფალსიფიცირებულ წამლებს შორის არის ასევე ვიაგრაც. 

სპეციალისტების მტკიცებით, გარდა ფალსიფიცირებული წამლებისა, რომლებსაც კრიმინალები ავრცელებენ, არის ისეთი ტიპის მედიკამენტები, რომლებიც საკმარის აქტიურ ელემენტებს არ შეიცავენ. მედიკოცები განმარტავენ, რომ ასეთ შემთხვევაში წამლების მოქმედება ბევრად უფრო ნელია ან ისინი საერთოდ არ კურნავენ. მათი თქმით, ზოგიერთი ასეთი მედიკამენტის მონელებაც კი, ვერ ხერხდება.

დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ქვეყნებში სადაც შეამოსავლების დონე დაბალი ან საშუალოა, მედიკამენტების 10% სწორედ ფალსიფიცირებულია. ასეთი მედიკამენტები ადგილობრივ ეკონომიკას 10-200 მილიარდ აშშ დოლარამდე უჯდება. ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა 2018 წელს 113 ქვეყანაში 95 ყალბი წამლის იდენტიფიცირება მოახდინა. ხსენებული მაჩვენებელი 2008 წელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია, რადგან მაშინ ფალსიფიცირებული მედიკამენტები მხოლოდ 75 ქვეყანაში აღმოაჩინეს [29 მედიკამენტი]. 

მედიკოსები მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებენ წამლებზე კონტროლის გამკაცრება მოახდინონ. 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics