2019-03-11 11:41:44, 865 ნახვა
ეკონომიკა/ ქობულია: კორეასთან თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით, ჩვენ ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს გავუხსნით
![]() საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი 11 მარტს კორეის დედაქალაქ სეულში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. შეთანხმებას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ აღინიშნა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და განვითარებას. „შეთანხმება კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მისი ამოქმედება წაახალისებს მეწარმეებს მხარეთა ბაზარზე შეღწევადობის თვალსაზრისით და ხელს შეუწყობს ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ხელმოწერის შემდეგ. შეთანხმებით ჩამოყალიბდება ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია, რომელიც განიხილავს არსებულ ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს სხვადასხვა სექტორებში.
(NS)
|
ვიდეო/LIVE პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა
დღის თემა
![]() პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
მთავარი თემა
![]() ![]() პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა
![]() „ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი“ - დაჩი ბერაია და რომან გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|