23:18 - 17 Jun, 2019
2019-03-07 17:27:56, 2100 ნახვა
Marvel-ი ფანებს ახალ სუპერ-გმირს შესთავაზებს, რომელიც გეი იქნება

Marvel-ი ეძებს მსახიობს, რომელიც ახალ ფილმში გეი სუპერ-გმირს განასახიერებს, - ამის შესახებ VICE იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, Marvel-ის ახალი ფილმი "მარადიულები" [The Eternals] ეკრანებზე 2020 წელს გამოვა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული როლისთვის ისინი განიხილავენ გეი მსახიობს: 30-დან 49 წლამდე. მათივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი იქნება მსახიობი, მთავარია, რომ ის იყოს გეი და მისი ორიენტაციის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს.

მედიის ცნობით, The Eternals-ის ორიგანალურ ვერსიაში ყველა პერსონაჟი ჰეტეროსექსუალი იყო, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია დაამატებენ თუ არა ავტორები ახალ პერსონაჟს, თუ რომელიმე ძველი არსებული პერსონაჟის ორიენტაციას შეცვლიან. ამასთან, Marvel-ის კომისექსებში ჰომოსექსუალი პერსონაჟები უკვე გამოჩენილან. პირველი ასეთი პერსონაჟი ჟან-პოლ ბაბიეს სუპერ-გმირი იყო, ცნობილი, როგორც პოლარული ვარსკვლავი.

ფილმის რეჟისორი ქლოა ჩჟაო იქნება. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის აგვისტოში მსახიობმა კიტ ჰარინგტონმა განაცხადა, რომ სტუდია Marvel-მა თავის ფილმებში ლგბტ-თემის რეპრეზენტაბელურობა უნდა გააუმჯობესოს. მანვე დასძინა, რომ კომპანიამ პროექტებში უფრო მეტი ჰომოსექსუალი მსახიობი უნდა დაპატიჟოს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics