13:25 - 24 Aug, 2019
2019-02-26 17:11:57, 2562 ნახვა
Huawei Mate X - სამსუნგის დრეკადი კოშმარი

ჩინურმა კომპანიამა Huawei-მ ბოლო წლებში გაყიდვების ინდექსში "სამსუნგს" და "ლენოვოს" გაუსწრო. ოდესღაც იაფი და არც თუ ისე კარგი დიზაინის მქონე სმარტფონების მწარმოებელი, 2019 წელს ახალი ტექნოლოგიების და მობილური მოწყობილობების მწარმოებლებისთვის რთული გამოწვევების შემქმნელად გვევლინება.

სულ რაღაც 5 დღის წინ კორეულმა გიგანტმა, კომპანია "სამსუნგმა" თავისი ახალი, ბრენდის ბევრი ერთგული გულშემატკივრისთვის ნანატრი დრეკადი კორპუსის მქონე Galaxy Fold წარადგინა.

მოწყობილობა ტექნოლოგიების ყოველწლიური გამოფენის MWC 2019-ს ვარსკვლავი უნდა გამხდარიყო. და რომ არა Huawei, ეს ასეც მოხდებოდა... ჩინურმა კომპანიამ ტექნოლოგიების თვალსაზრისით ბევრად უფრო მეტი შეძლო, ვიდრე "სამსუნგმა". ყველაზე უცნაური ისაა, რომ OLED ეკრანი, რომელიც Mate X ამშვენებს, სწორედ "სამსუნგის" წარმოებისაა. Mate X ეკრანის ზომაც და კომპრომისებიც ნაკლები აქვს, ვიდრე Fold-ს.

რაც შეეხება მონაცემებს, ინოვაციური ფლაგმანები ფაქტობრივად ერთ დონეზე არიან, რაც მათ შორის არჩევანს ბევრად რთულს ხდის. დაკეცილ მდგომარეობაში Mate X-ის ეკრანი ბევრად უფრო დიდია (6,38 დიუიმი 2480 х 1148ppi) ვიდრე მისი კონკურენტის (4.6 დიუიმი HD+) , ანუ "სამსუნგის შეძენის შემთხვევაში თქვენ ბევრად უფრო პატარა სმარტფონის ეკრანს მიიღებთ, ვიდრე თუ უპირატესობას Huawei-ს მიანიჭებთ. გაშლილ (პლანშეტის) მდგომარეობაში Huawei კვლავ ლიდერობს - მისი ეკრანის ზომა 8 დიუიმს შეადგენს "სამსუნგის" 7,3 დიუიმის წინააღმდეგ.

საით გადაიხრება "ჭკვიანი" ტელეონების მოდა, უკვე გასაგებია-მთავარი ახლა ჩვენზე-მომხმარებლებზეა. რომელ "დრეკად" ტელეფონს ავირჩევთ?




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics