14:02 - 24 Aug, 2019
2019-02-21 21:54:54, 2523 ნახვა
"სამსუნგმა" 8 ახალი პროდუქტი წარადგინა

კორეულმა ელექტრონულმა გიგანტმა, კომპანია "სამსუნგმა" გუშინ ღამე საზოგადოებას 8 ახალი ინოვაციური პროდუქტი წარუდგინა. აღნიშნული ღონისძიება აშშ-ში , კერძოდ მაიანიში შედგა. "სამსუნგმა" საიუბილეო სმარტფონი-ფლაგმანი Galaxy S10, მისი დიდი ვერსია Galaxy S10+ და საშუალო ფასის მქონე Galaxy S10e წარადგინა. აგრეთვე დაანონსდა ახალი Galaxy s10 5G ვერსია, რომელსაც ბევრად ძლიერი მონაცემები და როგორც დასახელებიდან ჩანს ახალი თაობის  5G ინტერნეტის მხარდაჭერა ექნება. 

ამ ყველაფერთან ერთად "სამსუნგმა" ახალი ყურსასმენები Galaxy Buds , სპორტული ელექტრონული სამაჯური Galaxy Fit და ელექტრონული საათი  Galaxy Watch Active წარადგინა.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბული სიახლე ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაანონსებული , დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონი აღმოჩნდა-Galaxy Fold მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მოწყობილობაა, რომელსაც სმარტფონის და პლანშეტის ფუნქციონალი ერთდროულად გააჩნია. 

 

უყურეთ "სამსუნგის" ახალი პროდუქტების პრეზენტაციას:

https://www.youtube.com/watch?v=ISjiJQGJ72o








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics