11:54 - 22 Jul, 2019
2019-02-12 12:49:52, 636 ნახვა
„დღევანდელი პროცესი ყველასათვის დამანგრეველია“ - წულუკიანი მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მხარეებს მსჯელობისკენ მოუწოდებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყველა დაინტერესებულ პირს, პოლიტიკოსებს, მოსამართლეებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, მოუწოდებს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით კრიტერიუმებზე მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გააგრძელონ. 

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარე პროცესი დამაზიანებელია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც.

"სახეზეა კომპლექსური და მწვავე პროცესი, სადაც იკვეთება არაერთი არამედ მრავალი პროფესიული და პოლიტიკური ინტერესი და გამოსავალი თითქოს არ ჩანს, მაგრამ გამოსავალს მე მაინც ვხედავ იმაში, რომ ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ეს დეპუტატი უმრავლესობიდან, ოპოზიციიდან, მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრი საბჭოსი, მოსამართლეები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ყველა დასხდეს მაგიდასთან იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომლის წევრიც ჩვენც გახლავართ და ვისაუბროთ, იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც ბოლო დღეებია აღარავინ ახსენებს და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავაბრუნოთ ეს პროცესი უფრო ჯანსაღ ტალღაზე. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღევანდელი პროცესი რასაც ვუყურებ ვფიქრობ ყველასათვის დამანგრეველია, იქნება ეს სასამართლო, პარლამენტი თუ თავად არასათავრობო სექტორი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics