11:32 - 28 Jan, 2020
2019-02-12 12:36:27, 622 ნახვა

საზოგადოება/
წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

წყნეთში ავარიის დროს დაშავებული შვიდი ადამიანიდან ხუთის მდგომარეობა მსუბუქია, ხოლო ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმე.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

მისი თქმით, აუცილებელია განმეორებითი კვლევების ჩატარება.

ექიმების განმარტებით, მიმდინარეობს პაციენტების მკურნალობა და არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მუნიციპალური ავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება
სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics