18:49 - 17 Jul, 2019
2019-02-11 17:25:06, 843 ნახვა
დეპუტატი გია ლომია „ეროვნული ინტერესების“ დამცველი ომბუდსმენის შექმნის ინიციატივით გამოდის

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრ გიორგი ლომია სახალხო დამცველის აპარატის მუშაობით უკმაყოფილოა.

როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მოქმედმა ომბუდსმენმა პრიორიტეტად სექსუალური უმცირესობების დაცვა დაასახელა, რაც დეპუტატის შეფასებით, არასწორია.

ლომია ინიციატივით გამოდის, რომ კიდევ ერთი ომბუდსმენის აპარატი შეიქმნას, რომელიც „ეროვნულ ინტერესებს“ დაიცავს.

„ჩვენ ავირჩიეთ ომბუდსმენი და სამწუხაროდ, ომბუდსმენის არჩევა მოხდა იმის შემდეგ, რაც პარლამენტში გვეწვია მაშინდელი ამერიკის ელჩი. იყო თათბირი უმრავლესობაში და აირჩიეს ომბუდსმენად ქალბატონი ნინო. მისი პირველი განცხადება იყო ის, რომ მისთვის პრიორიტეტი იქნება სექსუალური უმცირესობების დაცვა. არადა ამ ქვეყანაში უამრავი პრიორიტეტია და ნამდვილად პრიორიტეტად სექსუალური უმცირესობების დაცვა არ უნდა დააყენოს ომბუდსმენმა, რომელიც ყველას დამცველია. მე შემოვდივარ ინიციატივით, რომ შეიქმნას საქართველოში ეროვნული ინტერესების დამცველი, ანუ ომბუდსმენი, რომელიც დაიცავს ეროვნულ ინტერესებს. შეიქმნას ასეთი ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს ჩვენს ისტორიას, ადათ-წესს, კულტურას. გაცილებით მეტი სიკეთე მოაქვს ამ ინსტიტუტს, ვიდრე იმ ომბუდსმენს, რომელიც აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი სექსუალური უმცირესობების დაცვაა“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics