19:07 - 17 Jul, 2019
2019-02-11 16:36:45, 883 ნახვა
მეთოფიშვილი დოლიძეს: მოსამართლეებს პასუხის ღირსად არ თვლით, თუ რა ხდება?!

 „მოსამართლეებს პასუხის ღირსად არ თვლით, თუ რა ხდება?!“ - ამ კითხვით მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა საბჭოს არამოსამართლე წევრ, ანა დოლიძეს.

მეთოფიშვილმა აღნიშნა, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ არამოსამართლე წევრები პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავების გამო მოსამართლეებს „აბუჩად იგდებენ“.

„ჩვენ საკმაოდ მოვისმინეთ მოსამართლეთა აზრი, გვაინტერესებს, თუ ჟურნალისტებთან შეიძლება დაფიქსირება თავისი პოზიციის, თუ Facebook-ზე 15 წუთის წინ ქალბატონმა ანა დაწერა და დააფიქსირა, რომ არ უჭერს მხარს, ეგება მოსამართლეებს პასუხის ღირსად არ თვლით, თუ რა ხდება? ეს შთაბეჭდილება მრჩება, ეს აბუჩად აგდებაა თუ რა ხდება, გვითხარით თქვენი პოზიცია, დააფიქსირეთ, ძალიან გთხოვთ“, - მიმართა მეთოფიშვილმა ანა დოლიძეს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics