18:46 - 17 Jul, 2019
2019-02-11 16:10:10, 943 ნახვა
ხუხაშვილი ლიეჟში მომხდარ ინციდენტზე - „ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომლებსაც მიშას ჩრდილის ეშინიათ

„ქართული ოცნების“ ელიტაში დღეს არიან ადამიანები, რომლებსაც მიშას ჩრდილის ეშინოდათ მაშინაც როდესაც ის ხელისუფლებაში იყო და დღესაც ეშინიათ“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი, გია ხუხაშვილი გუშინ ლიეჟში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, საზოგადოებამ იხილა კადრები და ის ზუსტად ასახავს იმ ხარისხს, რა ხარისხის ხელისუფლებაც ქვეყანას ჰყავს.

„ჯერ ეს ერთი ისტერიული შიშის აქვს გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნების“ ელიტაში დღეს არიან ადამიანები, რომლებსაც მიშას ჩრდილის ეშინოდათ მაშინაც როდესაც ის ხელისუფლებაში იყო და დღესაც ეშინიათ. ირაციონალური მომენტი, ირაციონალური მოტივაცია მათ აქვთ. ეს კომიკური კადრები რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ იგივე დავუშვათ ლიეჟშიც, რომ სახეს მალავენ ვიღაცეები და გარბიან ხო... ძალიან სამარცხვინო და უხარისხოა ეს ყველაფერი. რა ხარისხის ხელისუფლებაც არის, იმ ხარისხით ასრულებენ ყველაფერს. რეალურად, სამწუხაროდ ეს არის რაღაც ოჯახურ გარჩევას ემსგავსება. ანუ ორი პოლიტიკური ძალა იბრძვის  მემკვიდრეობისთვის. ანუ კოლექტიური მურუსიძისთვის. ვინ იქნება მურუსიძის  პატრონი ეს არის მთავარი გასარჩევი. ეს არის მთავარი გასარჩევი. ბრძოლა ძალაუფლებისთვის და არა  ქართული სახელმწიფოსთვის და მისი მომავლისთვის“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics