19:25 - 17 Jul, 2019
2019-02-11 15:51:28, 712 ნახვა
სააკაშვილი: ლიეჟში გამოჩნდა, რომ ერთ მხარესაა ინტელექტუალური ხალხი, ხოლო მეორე მხარეს სრული კატასტროფა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ, ბელგიის ქალაქ ლიეჟში ემიგრანტებთან ჩატარებულ შეხვედრას აფასებს და ამბობს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. 

სააკაშვილმა ყველა იმ ადამიანს, რომელიც შეხვედრას დაესწრო მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ადგილზე მომხდარი დაპირსპირება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ორგანიზებული იყო. 

"ყველა ადამიანს, ვინც გუშინ ქართველთა კრებას დაესწრო, მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, სამწუხაროდ, ყველასთან ვერ მოვახერხე ცალ-ცალკე გასაუბრება, მაგრამ ამის საშუალება მოგვეცემა. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩამოხვედით თვითმფრინავებით, მანქანებით, ავტობუსებით ძალიან შორი მანძილიდან - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული დასაწყისი ქართული ემიგრაციის გაერთიანების. საქართველოს შრომითი, ადამიანური რესურსები, სამწუხაროდ, ახლა ქვეყნის გარეთაა. ამ ხალხის დაბრუნება საქართველოში, ამის მომზადება, თქვენი ინტელექტუალური რესურსების გამოყენება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც ჩემ თავს პირადად დავუსახე. დიდი მადლობა იმ სითბოსთვის. გუშინ, ის რაც მოაწყო ივანიშვილმა, მართლაც გააოცა ევროპა. სამარცხვინო იყო დიდი რაოდენობის ნარკომანების გამოგზავნა, მოჭიდავეების ჩამოყვანა, "ტიტუშკების" შემოგზავნა. ახლა ვუყურებდი სურათებს, რომ დაყარეს უამრავი დახეული პლაკატი, მწვადები, რომლებიც დაურიგეს და იქვე დაყარეს. გამოჩნდა ნათლად, ერთ მხარესაა ჭკვიანი, ინტელექტულური, განათლებული, ნათელი, კარგი ხალხი და მეორე მხარესაა სრული კატასტროფა. არ შეიძლება ბოლოს ამ კატასტროფამ გაიმარჯვოს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ უფრო მაგრები ვართ, ძლიერები ვართ. სწორი ხალხი ხართ, სწორი ხალხი ვართ და სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ შემდეგი შეკრებები ბევრად უფრო შინაარსიანი გვექნება იმ გაგებით, რომ ბევრად მეტი უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს და უფრო ორგანიზებულად იქნება ყველაფერი. იქნება შეხვედრები საბერძნეთში, იტალიაში, ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც უფრო კომპაქტურად არიან ქართველები და ყველაფერი გამოგვივა“, - განაცხადა სააკაშვილმა.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics