13:45 - 22 Aug, 2019
2019-02-11 14:23:05, 441 ნახვა
სლოვაკეთმა ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის განვითარებისთვის 39 ათასი ევრო გამოყო

სლოვაკეთმა ოფიციალური განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის განვითარებისთვის 39 ათასი ევრო გამოყო - ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და  სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  

„ყველაფერი, რასაც ეუთო აკეთებს, იქნება ეს უსაფრთხოებასთან, თუ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული,  გამიზნულია ადამიანების კეთილდღეობისთვის. ჩვენი, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის დევიზიც სწორედ ეს არის - კონფლიქტით დაზარალებული ადამიანები იმსახურებენ ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრებას" - აღნიშნა მიროსლავ ლაიჩაკმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, კიბო არის მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი რიგით მეორე დაავადება და მასთან ბრძოლის საუკეთესო გზა დროული გამოკვლევაა.

ლაიჩაკმა ხაზი გაუსვა სამეგრელო-ზემო-სვანეთის მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით, რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, გალის რაიონში მყოფი ადამიანებისთვის ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის მნიშნელობას და აღნიშნა, რომ „სლოვაკეთის მხრიდან გაღებული ეს მცირე დახმარება ხელს შეუწყობს სკრინინგ-ცენტრის საქმიანობას". 
 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics