19:16 - 17 Jul, 2019
2019-02-11 12:34:54, 559 ნახვა
კობახიძე გუნდში დაპირისპირებაზე: ივანიშვილის მხარეს ვარ, იმიტომ, რომ გუნდის ლიდერია

 „მე ვიცი, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარეს, იმიტომ, რომ ის არის გუნდის ლიდერი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 როგორც მან აღნიშნა,  „ქართულ ოცნებას“ დაშლა არ ემუქრება.

ამასთან, მისი თქმით, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება, კანონმდებლობის მიღება, დაახლოებით, 4 თვეს გაგრძელდება.

„მე ვიცი, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარეს, იმიტომ, რომ ის არის გუნდის ლიდერი. არის ერთგვარი ქარიშხალი ჭიქაში, არაფერი არ ხდება ცული, პირიქით, ყველაფერი წარიმართება კარგად. რაც შეეხება, ქართული ოცნების დაშლას, ამის საფრთხე არ არსებობს. ჯერ გვაქვს მისაღები კანონი, ამ კანონის მიღებას დასჭირდება მინიმუმ ერთი თვე და შეიძლება ორი თვეც, ამის შემდეგ თვითონ ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, თვითონ კანდიდატების წარდგენას, განხილვას და მათ არჩევას დასჭირდება, დაახლოებით, ორი თვე, ანუ საუბარია, 4-თვიან ძალიან ჯანსაღ, სტრუქტურირებულ პროცესზე და ამ პროცესს ყველა ერთად უნდა დავაკვირდეთ, ამ პროცესის მონაწილე უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი.

გუნდი არის ერთიანი, თუ ვინმე, ერთი-ორი, სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერსებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები“, - აღნიშნა  პარლამენტის თავჯდომარემ.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics