00:10 - 22 Aug, 2019
2019-02-11 10:04:56, 534 ნახვა
პარლამენტში დღეს „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა კომიტეტებზე, „დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში ცვლილებები განიხილება.

კანონპროექტი „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" მიერ არაის მომზადებული.

ფრაქციის წევრი ბექა ნაცვლიშვილი კომიტეტების წევრებს გააცნობს „დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელის მიხედვითაც: დღეს არსებული კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემა უნდა იქცეს თაობათა შორის და სხვადასხვა საშემოსავლო ჯგუფებს შორის სოლიდარობაზე დაფუძნებულ სისტემად. ცვლილებების მიხედვით, კანონის ამოქმედებიდან მეორე წელსვე პენსიაზე გასული მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იქნება გაზრდილ პენსია, აგრეთვე განსაკუთრებული რეჟიმია დაწესებული დაბალშემოსავლიანი ჯგუფებისთვის, რომლებიც სქემის მიხედვით მიიღებენ პროპორციულად უფრო მეტად გაზრდილ პენსიას. ფრაქციის მიერ შემუშავებული ალტერნატიული საპენსიო სისტემა აგრეთვე ითვალისწინებს მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებულთა პენსიაზე გასვლის განსაკუთრებულ პირობებს.  მოსმენებზე ასევე განხილული იქნებ ფრაქციის ხედვა საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, სადაც ცენტრალური ადგილი სახელმწიფო საბინაო პოლიტიკას უჭირავს.

მოსმენების განრიგი: 11:00 -  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა; 12:00 - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა; 13:00    საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics