00:07 - 22 Aug, 2019
2019-02-10 14:00:35, 3245 ნახვა
ცნობა, თითქოს კუს გამოსახულებიანი ყელსაბამი საფრანგეთში გაიყიდა ყალბია

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს  ვანში აღმოჩენილი ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული ყელსაბამი უცხოეთში აუქციონზე იყიდება ყალბია.  თავდაპირველი ინფორმაცია "ფეისბუქის" მომხმარებელმა, მანჩო მენაბდემ გაავრცელა, როგორც ის ირწმუნებოდა,  2011 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მოპარული არტეფაქტი, საფრანგეთში გაყიდეს.
აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და  სამკაული "აკლდა 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა“ ეროვნულ მუზეუმში ხელუხლებლად ინახება.
აღნიშნულ ცრუ ცნობაზე, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ეროვნულმა მუზეუმმა განცხადება გაავრცელა.
"მსგავსი ცრუ ინფორმაცია გასულ წლებშიც ვრცელდებოდა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე 2013 წელს შეიქმნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წწ ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია“, რომელიც დაკომპლექტდა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. კომისიის მუშაობის შედეგად მიღებულ დასკვნაში ვკითხულობთ: „კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს“.

როგორც ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ვანის ყელსაბამი წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურის მუდმივმოქმედ გამოფენაზე, ამჟამად კი გამოფენილია ფრანკფურტის ლიბიგჰაუსის მუზეუმში ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. გამოფენის დასრულების შემდეგ, 5 მარტიდან, კი კვლავ გამოიფინება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურში." -წერია მუზეუმის განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics