23:52 - 21 Aug, 2019
2019-02-09 12:48:24, 821 ნახვა
ქალი ლიდერები თეთრ სახლში - ნინო ზამბახიძე დონალდ ტრამპმს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ლიდერ ქალებს, მათ შორის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ნინო ზამბახიძეს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერის ქალიშვილმა ივანკა ტრამპმა ნინო ზამბახიძეს მიმართა. მან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს აშშ-ის მთავრობის ხელშეწყობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა. 

ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტ ტრამპსა და დამსწრე საზოგადოებას უამბო, როგორ შეცვალა აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება.

"უპირველეს ყოვლისა მადლობას გიხდით, ამ შესანიშნავი ინიციატივისთვის და ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით, რომ ვუთხრა ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს, რომ ისინი ადამიანების ცხოვრებას მსოფლიოს გარშემო უკეთესობისკენ ცვლიან. მე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტიორი ვარ. ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ ჰქონდათ. ჩემთვის გარდამტეხი მომენტი დადგა, როდესაც ათასწლეულის კორპორაციამ შესაძლებლობა მომცა გადამელახა ეს გამოწვევა. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ. ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომის, განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით. ბატონო პრეზიდენტო,თქვენი მეტაურობით, აშშ-საქართველოს ურთიერთობა წარმატებით ვითარდება და საქართველოს ყველა მოქალაქე ამას გრძნობს. მსურს ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. თქვენი პროექტები, როელსაც საქართველოში ახორციელებთ ნამდვილად მასშტაბურია. ქალებს აქვს მომავალი და მთელ მსოფლიოში ათასობით ნინოა, რომელსაც არ შეუძლია მოვიდეს და ეს პირადად გითხრათ. აშშ-ის პროექტების მონაწილეთა სახელით, მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ", - მიმართა ნინო ზამბახიძემ ამერიკის პრეზიდენტს. 

თავის მხრივ დონალდ ტრამმა მას მადლობა გადახაუდა:

"ძალიან დიდი მადლობა, ამას ძალიან ვაფასებ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics