02:38 - 22 Aug, 2019
2019-02-09 10:55:38, 851 ნახვა
ვახუშტის ხიდზე და მის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 10 თებერვალს, კვირას, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით და სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით, ხიდზე და მის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

მერიის ცნობით, დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან  ვახუშტის ხიდის  გავლით  სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics