00:39 - 22 Aug, 2019
2019-02-08 12:45:15, 925 ნახვა
აბესაძე - ია კერზაიას საქმეზე შეკითხვებს საბოლოო პასუხი შალვა თადუმაძემ უნდა გასცეს

 „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძეს თქმით, ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმეში არსებულ შეკითხებს პასუხი ახლა პლიტიკურმა სპექტრმა კი არაა, არამედ მთავარმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ უნდა გასცეს.

 როგორც მან დღეს გამართულ საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა აღნიშნა, დადასტურდა რომ ია კერზაიას წინააღმდეგ განხორციელდა პოლიტიკურად მოტოვირებული სადამსჯელო ოპერაცია.

„მინდა მოკლედ შევაფასო გუშინ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართული დებატები და ნომერი პირველი შეკითხვა, რომლესაც გუშინ პასუხი უნდა გაცემოდა, იყო თუ არა პოლიტიკური დაკვეთა და კოორდინირებული მოქმედება სახელმწიფო სტრუქტურების ია კერზაიას თანამდებობიდან ჩამოშორების მიზნით, პოლიტკური ნიშნით და იმ მოტივით, რომ ის არ მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ პოლიტიკურ აგიტაციაში, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში. რა თქმა უნდა, ეს ცალსახად დადასტურდა მინისტრის არაერთი განცხადებით, რომ თითქოს სამარცხვნო შინაარსის ანონიმურ წერილებზე რეაგირება დამკვიდრებული პრაქტიკაა განათლების სამინისტროსი და ეს ნამდილად შეიძლება იყოს თქვენი სამინისტროსი და თქვენი ხელისუფლების ხელწერა და გასაკვირი არ არის, მაგრამ ესეც ადასტურებს პოლიტიკურ განზრახვას ქალბატონ ია კერზაიას თანანმდებობიდან გათავისუფლების და დადასტურდა, რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგების ძალიან ტრადიციული გამოსვლებით, როდესაც ისინი პრობლემის შინაარსზე კი არ მსჯელობდნენ, როდესაც ისინი პრობლემის არსებობას კი არ ადასტურებდნენ ან უარყოფდნენ არამედ საუბრობდნენ, 9 წლის უკან, 9 წლის განმავლობაში რა ხდებოდა თურმე და ხდებოდა თუ არა სკოლის დირექტორებზე ზეწოლა. არ შველის ეს არგუმენტი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ გარდაცვლილი სკოლის დირექტორზე, წარმოუდგენელია თქვენ თავი გაიმართლოთ და სახე ჩამოიბანოთ დღეს მოქმედი სკოლის დირექტორების დავალებით მოყვანით და მათთვის წინასწარ მიცემული ტექსტების გახმოვანებით. ამიტომ როდესაც დადასტურებულია, რომ ქალბატონი იას წინააღმდეგ განხორციელდა პოლიტიკურად მოტოვირებული სადამსჯელო ოპერაცია, ახლა რა თქმა უნდა, შეკითხვები პოლიტიკური ჯგუფის მიმართ აღარ არსებობს და ამას საზოგოდოება შეაფასებს, ახლა არის მთავარი მოთხოვნა, მთავარი პროკურორის მიმართ და ბატონმა შალვა თადუმაძემ უნდა შეძლოს, რაც შეიძლება მოკლე დროში გასცეს კითხვებზე პასუხი, სავარაუდო დანაშაულებრივი მოტივის შესახებ“, - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics