06:49 - 18 Jul, 2019
2019-02-07 15:49:52, 624 ნახვა
ჩოგოვაძე: დაახლოებით ერთ წელიწადში ჩვენ გვექნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები დღესეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ დაათვალიერა.

მისი განცხადებით, მეორე ფაზის სამუშაოებით განსაზღვრულია აეროპორტის ახალი ტერმინალის შენობის სახურავისა და ფასადის მოწყობა. რის შემდეგაცტერმინალისექსტერიერი დასრულებული იქნება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება სრულიად უნიკალური ე.წ. მწვანე გადახურვა, სადაც გათვალისწინებული იქნება ღია ვერანდა გამწვანებით.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება აქტიურ ფაზაშია. დაიწყო მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშოები, რომელიც გულისხმობს შენობის შეფუთვასა და გადახურვას. შემდეგი ეტაპები იქნება საინჟინრო სისტემების გაყვანა. პარალელურად მოხდება ახალი ტერმინალის სპეციალური დანადგარებითა და ავეჯით აღჭურვა. დაახლოებით ერთ წელიწადში ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი აეროპორტი გვექნება,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ახლო მომავალში დაიწყება ტერმინალის ლანდშაფტის პროექტირება.მშენებლობის დასრულების შემდეგ, დაიწყება არსებული და ახალი ტერმინალის შენობების შეერთების ფაზა. დღეისათვის არსებული ტერმინალის სივრცესრულადგახდებაგაფრენისზონა,ხოლო ახალი ტერმინალი ჩამოფრენის დარბაზისათვის იქნება განკუთვნილი.

ახალი სამგზავროტერმინალისმშენებლობისდასრულებისშემდეგაეროპორტს7 გასასვლელი (ე.წ. Gate)ექნებადა საათში 1000 – 1200 მგზავრისშეუფერხებლადგატარებასშეძლებს. რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics