20:16 - 08 Dec, 2019
2019-02-07 13:46:34, 848 ნახვა

სამართალი/
ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მაღალჩინოსანი დააკავეს - კიდევ 4 პირი ქრთამის მიცემის ფაქტზეა დაკავებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, ასევე უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულები არიან: შპს „გრემი“-ს დამფუძნებლები გოჩა ფ. და გიორგი ა,  შპს „ქისტაური“-ს დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ ლ. და მოქალაქე ვაჟა ფ..

გამოძიებამ დაადგენა, რომ გიორგი ა-მ, გოჩა ფ-მ და ვაჟა ფ-მ განიზრახეს ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება.  დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირს მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ თვე 3000 აშშ დოლარის გადახდა შესთავაზეს. დაპირებული თანხა აღნიშნულ პირს გოჩა ფ-მ გადასცა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ რამაზ ლ-მ განიზრახა ახმეტის რაიონის სოფელ ორვილას ტყეში ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. რამაზ ლ-მ ზემოხსენებულ  პირს მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ თვე 10 000 ლარის გადახდა შესთავაზა  და დაპირებული თანხის ნაწილი 8000 ლარი გადასცა. ამასთან, რამაზ ლ-მ ადგილზე შესასრულებელ პროცედურებში დახმარების სანაცვლოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროს ზაქარია ქინქლაძეს ქრთამის სახით  2500 ლარი გადასცა.

ქრთამის სახით გადაცემული თანხები - 3 000 აშშ დოლარი და 8 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოღებულია.

გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს  (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 339-ე  მუხლის მე-2 ნაწილით,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე და 4-დან 7 წლამდე ვადით). გამოძიებას  აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics