23:26 - 21 Jul, 2019
2019-02-06 15:55:21, 971 ნახვა
„ჯერჯერობით ვშორდებით“ - გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დატოვებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით,  მას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება გუნდში დარჩენა-არ დარჩენის საკითხთან დაკავშირებით.

თუმცა, გოგიჩაიშვილი გადაწყვეტილების დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

"ყველაზე ფუნდამენტური საკითხი დღეს ისაა, თუ რა მომავალი ექნება სასამართლოს.ასევე რა პოზიცია მექნება სასამართლოს მომავალთან დაკავშირებით მე. როცა ვთქვი პირველად, რომ ეს პროცესი არასწორი იყო, დღემდე ამ აზრზე ვრჩები.მე არ ვეთანხმები ფორმულას, რომ ადრე ბევრი ცუდი აქვთ გაკეთებული და ახლა კარგები გახდნენ. ეს არის ჩემთვის მიუღებელი. მეორე მხარეს ვარ, რომ თუ ადამიანმა ბევრი ცუდი გააკეთა, ის უნდა დაისაჯოს. მე ჩემს თავში გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, როცა საჭიროდ ჩავთვლი მაშინ გავახმოვანებ.მინდა დავინახო ზუსტად,  სად დავშორდით და სად ვერთდებით. ჯერჯერობით გუშინდელი განცხადება არის, რომ ვშორდებით", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics