23:55 - 21 Jul, 2019
2019-02-06 14:45:04, 583 ნახვა
გაჩეჩილაძე - ივანიშვილის პოზიცია მხარეების შერიგება იყო, ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ სხდომაზე გუნდში არსებული დაპირისპირების თემას მცირე დრო დაეთმო.

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის პოზიცია მხარეების შერიგება იყო.

„ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის აქვს პოზიცია, რომ უმრავლესობა იყოს შენარჩუნებული, ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად არის“, - განაცხადა დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე იმსჯელეს და შეხვედრები კვლავ გაგრძელდება. მათივე თქმით, ინფორმაცია პარტიის წევრების შესაძლო გარიცხვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებმა და ასეთი საკითხი დღის წესრიგში არ დგას.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics