02:43 - 22 Aug, 2019
2019-02-06 13:59:56, 878 ნახვა
პროკურატურა - ზაზა სარალიძის აგრესიის გამო, მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობას მოკლებული ვართ

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მოთხოვნას საქმის პროკურორებთან შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა პასუხობს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურა ორგანიზებას გაუწევს ზაზა სარალიძისა და სამივე მიმდინარე საქმის მოქმედი პროკურორების შეხვედრას, რომელიც სამშაბათს შედგება.

მათივე თქმით, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი როგორც თავად ზაზა სარალიძისათვის, ასევე ეცნობება საზოგადოებას.

„საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად  მზად არის   კომუნიკაციისა და პრობლემურ  საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დაზარალებული, ბრალდებული თუ დაინტერესებული პირი ამა თუ იმ საქმეზე.

თუმცა აქვე ავღნიშნავთ, რომ  ზაზა სარალიძის მხრიდან  აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ  მოკლებული ვართ შესაძლებლობას მასთან კომუნიკაციის, თუმცა საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში მზად ვართ სამშაბათს საქმესთან  დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics