00:23 - 22 Jul, 2019
2019-02-05 18:32:34, 733 ნახვა
ბესელია: სტუმარი მასპინძელს რომ ეტყვის მიბრძანდიო, მგონი ანომალიასთან გვაქვს საქმე

"ვგავართ ახლა ჩვენ იმ ადამიანებს, რომ ვინმემ თითი დაგვიქნიოს და დაგვტუქსოს?", - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების კითხვას პარტიიდან მის შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით.

ამასთან, ბესელიამ აღნიშნა, რომ ახლა წასვლის დრო არ არის. 

"ვგავართ ახლა ჩვენ იმ ადამიანებს, ზრდასრული ადამიანები ვართ, რომ ვინმემ თითი დაგვიქნიოს და დაგვტუქსოს? არა მგონია, რომ ასეთ შთაბეჭდილებას რომელიმე ჩვენგანი ტოვებდეს. ყველას მინდა, ვუთხრა, რომ ამ მშობლის როლიდან გამოვიდეს. თქვენ მოისმინეთ კომენტარები, თავად გააკეთეთ შეფასება. ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც მე მგონია, რომ ესეც მშობლის როლია. არ გვინდა ამ როლიდან ლაპარაკი, მეგობრებო, ერთმანეთს ველაპარაკოთ ზრდასრულის პოზიციიდან. მე არ ვარ სტუმრად არსად მისული. უკაცრავად, მაგრამ მე დავხვდი იმ ხალხს, ვინც მოვიდა. სტუმარს შეიძლება, უთხრა, თუ ვერ ხვდება, მიბრძანდიო, მაგრამ სტუმარი მასპინძელს რომ ეტყვის - მიბრძანდიო, მგონი, ცოტა ანომალიასთან გვაქვს საქმე. თუ მასპინძელი გადაწყვეტს, რომ წავიდეს, გადაწყვიტოს თვითონ. ასე რომ, არ ველაპარაკოთ ასეთ ტონალობაში ერთმანეთს", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics