23:41 - 21 Jul, 2019
2019-02-05 15:30:53, 688 ნახვა
კახა კალაძე: თუ ვინმეს უმრავლესობის დატოვება უნდა, კარი ღიაა

თუ ვინმეს უნდა უმრავლესობის დატოვება კარი ღიაა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

ამ კომენტარით კალაძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც მან შესაძლოა უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. 

“პარტიულ დისციპლინას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გუნდში სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობას არავინ ზღუდავს. შეუძლებელია ერთ კონკრეტულ თემაზე ერთნაირი მოსაზრება ჰქონდეს ყველას. როდესაც მოხდება შეჯერება გუნდში, პარტიის შიგნით, შემდეგ განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება მე არასწორად მიმაჩნია. ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, კარი არის ღია - შეუძლიათ დატოვონ გუნდი”, - განაცხადა კალაძემ.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics