23:36 - 21 Jul, 2019
2019-02-05 14:27:24, 610 ნახვა
ბესელია: ეს ყალბი სოლიდარობა, მაფიქრებინებს, რომ 7 წლის თავზე, კიდევ გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა

"ქვეყანაში 7 წლის თავზე ჯერ კიდევ გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა, ეს არის ვართ - თუ არა იმ ღირებულებების და ფასეულობების ერთგული, რომელსაც ვიზავდით ამ წლების განმავლობაში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პლენარუ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ბესელიას თქმით, "ქართული ოცნება" გარკვეული გამოცდის წინაშე დგას, რომელიც მანდ უნდა ჩააბაროს. 

"არც მეტი და არც ნაკლები - ჩვენ ძალიან სახიფათო და ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების წინაშე ვიდექით, როდესაც პარლამენტს, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვან შტოს, თავს ახვევდნე გარკვეული ჯგუფები ძალიან საზიანო გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ მოვახერხეთ, რომ პროცესი იმ ეტაპზე გადავიყვანეთ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობა და ადამიანის უფლებები აქსესუარი კი არ იყოს და ვისაც როდის უნდა, მაშინ კი არ ახსენდებოდეს, არამედ ეს იყოს ის მთავარი ხაზი, რისთვისაც ჩვენ 1-ელი ოქტომბერი მოვიყვანეთ. რაც დეკემბრის ბოლო კვირას მოხდა, არის მნიშვნელოვანი წყალგამყოფი და მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რა უნდა გააკეთოს. სამართლიანობის იდეაზე და ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობს დღეს ყველა. ეს ყალბი სოლიდარობაც, რომლის იქით იკითხება ძალიან სამწუხაროდ ის არაგულრწფელი დამოკიდებულება, რომელიც კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს მე პირადად, რომ ამ ქვეყანაში 7 წლის თავზე ჯერ კიდევ გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა - ეს არის ვართ თუ არა იმ ღირებულებების და ფასეულობების ერთგული, რომელსაც ვიზავდით ამ წლების განმავლობაში. ეს გამოცდა დღეს "ქართული ოცნების" წინაშე დგას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენმა კოლეგამ გააცნობიეროს, რა მართლმსაჯულებას დავუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობებს", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics