23:26 - 21 Jul, 2019
2019-02-05 12:43:25, 586 ნახვა
ბესელია: ანრი ოხანაშვილს ხმას არ ვაძლევ - ამით ვიცავ იმ ფასეულობებს, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერს.

როგორც ბესელიამ განმარტა, მისი გადაწყვეტილება განპირობებულია იმ ფასეულობებით, რომელთა გამო თავის დროზე თანამდებობიდან გადადგა.

“არასოდეს პირადი განწყობებით არ ვიღებ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებას. ეს არის მხოლოდ იმ ფასეულობების და ღირებულებების დაცვა, რომლის გამოც მე პირადად გადავდექი თანამდებობიდან, და ოხანაშვილს ხმას არ ვაძლევ, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, ამით ვიცავ სწორედ იმ ფასეულობებს, რომელიც ჩემთვის ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის, ამიტომ ეს არ არის პიროვნული განწყობა, ეს არის ჩემთვის სიმბოლური გამოხატულება, რომ გავაგრძელო ის გზა, რომელიც გადის სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დაცვას. ამ ფასეულობის დაცვის პროცესში განვიხილავდი სხვა კანდიდატებს. სასამართლოს დამოუკიდებლობის დამკვიდრების პროცესში, მე მიმაჩნია, რომ უნდა ყოფილიყო სხვა კანდიდატურა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics