20:26 - 16 Jul, 2019
2019-02-01 16:11:58, 2759 ნახვა
აშშ-ში ანომალიური ყინვისგან დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა [ვიდეო]

ამერიკის რამდენიმე შტატში ძლიერი ყინვის შედეგად დაღუპულტა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით,რეკორდულად დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება ილინოისის, აიოვას, მინესოტას, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტას, ვისკონსინის, კანზასის, მისურის, მინესოტას და ნებრასკას შტატებში. ჩიკაგოში ტემპერატურა -32 გრადუსამდე დაეცემა. შედარებისათვის ანტარქტიდაზე, პრისტლის მყინვარზე ტემპერატურა -21 გრადუსია. მიჩიგანში გუშინ -46 გრადუსი დაფიქსირდა. ნულზე დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მექსიკის ყურიდან მენის შტატამდე.

ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო ზოგიერთ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ასობით საგანმანათლებლო დაწესებულება დაკეტილია. 








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანი საქართველოს განმარტებას სთხოვს
32 სახელისუფლებო ტროლი, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციას ცდილობს - MDF-ის ანგარიში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics