23:51 - 21 Jul, 2019
2019-01-31 13:12:35, 1858 ნახვა
ევროკავშირი Brexit-ის შეთანხმებაზე დიალოგს არ განაახლებს

Brexit-ის საკითხებში ევროკავშირის მთავარი წარმომადგენლის მიშელ ბარნიეს განმარტებით, ირლანდიის საზღვრის თემა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის შეთანხმების ნაწილია და დოკუმენტი ხელახლა აღარ გადაიხედება, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ბარნიემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი განმარტებით, სასაზღვრო კონტროლის თავიდან არიდება "რეალისტური გამოსავალით არის შესაძლებელი".

აღსანიშნავია, რომ საკითხს ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც გამოეხმაურა. როგორც ტუსკმა აღნიშნა, ევროკავშირი ბრიუსელსა და ლონდონს შორის მიღწეულ შეთანხმებას არ გადახედავს.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics