23:29 - 21 Jul, 2019
2019-01-31 11:34:51, 2047 ნახვა
აშშ-ში ძლიერი ყინვების გამო, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა [ვიდეო]

ამერიკის რამდენიმე შტატში ძლიერი ყინვის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Fox News იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით,რეკორდულად დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება ილინოისის, აიოვას, მინესოტას, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტას, ვისკონსინის, კანზასის, მისურის, მინესოტას და ნებრასკას შტატებში. ჩიკაგოში ტემპერატურა -32 გრადუსამდე დაეცემა. შედარებისათვის ანტარქტიდაზე, პრისტლის მყინვარზე ტემპერატურა -21 გრადუსია. ნულზე დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მექსიკის ყურიდან მენის შტატამდე.

ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო ზოგიერთ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაკეტილია ასობით საგანმანათლებლო დაწესებულება.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics