02:56 - 22 Aug, 2019
2019-01-29 16:41:24, 784 ნახვა
გიორგი ქობულია: შავ ზღვაზე საბორნე და ფიდერული გადაზიდვების განვითარებას დავიწყებთ

საქართველოს არხების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლიდან შავ ზღვაზე საბორნე და ფიდერული გადაზიდვების განვითარებას დავიწყებთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ  კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" ისაუბრა, რომელიც ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019"- ის ეგიდით იმართება.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოს საზღვაო-სატრანზიტო პოტენციალის თვისების მიზნით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც სხვა გეგმებთან ერთად ანაკლიის ახალი პორტის გარდა ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების გაფართოება-განვითარებას მოიცავს. ამ მიზნით ასევე იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება, რომელიც, სხვა მრავალ მიმართულებას შორის, ასევე გულისხმობს საქართველოს პორტების განვითარებას,  მაღალხარისხიანი საპორტო სერვისების  (ბუნკერინგი, ქეითერინგი და სხვა) შექმნას.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მომავალ საქმიანობაში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯის ამაღლება და მის ფარგლებში საზღვაო პოტენციალის სრულად ათვისებაა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზღვაო აკადემიის განვითარებას, ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობა და საზღვაო განათლების დახვეწას.

ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც, მინისტრის შეფასებით,  მნიშვნელოვან მხარდაჭერას საჭიროებს, არის საქართველოს საფინანსო ინსტიტუტებში საზღვაო ფინანსირების მოდელის დანერგვა და საზღვაო დაზღვევა, ასევე საშეღავათო საგადასახადო სისტემის შექმნა საზღვაო ინვესტიციების მოსაზიდად.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics