19:12 - 17 Jul, 2019
2019-01-29 15:31:30, 3191 ნახვა
მომსახურების გაუარესების და ტარიფის ზრდის გამო ჯეოსელი აბონენტებს კარგავს

მობილური ოპერატორი  "ჯეოსელი" რომელიც  კომპანია "სილქნეთის" საკუთრება გახდა, რეკორდული სისწრაფით კარგავს აბონენტებს.  საზოგადოებრივი აზრის კვლევითი კომპანიის Express Research-ის, მხედვით, "ჯეოსელის" აბონენტები, მომსახურების ხარისხის გაუარესების გამო, საქართველოში არსებულ სხვა მობილური კავშირის კომპანიებს ირჩევენ.
მრავალი ფაქტრიდან ერთ-ერთი მობილურ ქსელების მომსახურების გაძვირებაა. კომპანია "სილქნეტი" სატარიფო ცვლილებებს 1-ლი მარტიდან გეგმავს.  "ჯეოსელის" 5-ლარიანი პაკეტი - 7 ლარი, 10-ლარიანი 15 ლარი, ხოლო 25-ლარიანი 30 ლარი ხდება.
სილქნეტმა 25 იანვარს აცნობა თავის მომხმარებელს, რომ ჯეოსელის ქსელში ჩატარდა მასშტაბური სისტემური განახლება,  რომელიც  გარკვეულ შეფერხებებთან იყოს დაკავშირებული. კერძოდ, აბონენტებს არ შეუძლიათ მიიღონ სმს მომსახურება, ასევე დაბალია ინტერნეტის სიჩქარე, აბონენტები ვერ ახდენენ ზარების კონტროლს. თავად კომპანიაში განმარტაენ, რომ პროგრამული განახლება ჯერ კიდევ პროცესშია. რის გამოც ფიქსირდება შეფერხება. 
მას შემდეგ რაც "სილქნეტმა"  "ჯეოსელი" იყიდა, ტექნიკური სახის პრობლემები, რომელიც სერვისის ეფექტურ მიწოდებას გულისხმობს გაუარესდა.  Express Research-ის აზრით, ამ მიზეზებიდან გამომდინარე, "ჯეოსელის" აბონენტები, სხვა მობილურ ოპერატორებზე პორტირდებიან.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics