02:39 - 22 Aug, 2019
2019-01-29 14:22:43, 860 ნახვა
ჰენრიკ ჰოლოლეი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა

„დღესდღეობით, საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ამის მაჩვენებელია ყოველწლიურად 400 000-ით მეტი გადაყვანილი მგზავრი ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2010 წლიდან, რაც, დაახლოებით, 9,3%-იანია ზრდაა ყოველწლიურად," - განაცხადა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019" სიტყვით გამოსვლისას.

კონფერენცია თბილისის ტექნოპარკში ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის" წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019" ეგიდითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს. კონფერენცია 29 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გახსნა.

ჰენრიკ ჰოლოლეის განცხადებით, ეკონომიკური თვალსაზრისით, საავიაციო სექტორი ახლა აშკარა წინსვლას განიცდის. „ძალიან გამიხარდა, როდესაც გავეცანი წინა წლის სტატისტიკას, რომელიც საქართველოში მგზავრთნაკადის ზრდას ასახავდა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს  აეროპორტებში 5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ და მათი რაოდენობა 23% პროცენტით გაიზარდა. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია," - განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics