02:37 - 22 Aug, 2019
2019-01-27 13:56:22, 1421 ნახვა
გაგუა: უკვე გვაქვს მოლაპარაკებები აქტივების მმართველ დიდ კომპანიებთან, რომლებიც დაინტრესებულები არიან ჩვენ ბაზარზე შემოსვლით

"ჩვენ უკვე გვაქვს მოლაპარაკებები აქტივების მმართველ დიდ კომპანიებთან,  რომლებიც დაინტრესებულები არიან საქართველოს ბაზარზე შემოსვლით",- აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საპენსიო რეფორმაზე საუბრისას.  

მისი თქმით, საქართველომ შეარჩია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საპენსიო მოდელი. 

„საპენსიო აქტივების მართვა მოხდება აქტივების მართვაში საერთაშორისო  გამოცდილების მქონე ექსპერტების მიერ და საპენსიო სააგენტოს ჩართულობა ინვესტირების პროცესში იქნება ნულოვანი. საფინანსო ბაზრის განვითარებასთან ერთად, გვაქვს მოლოდინი, რომ ინვესტირების პროცესში ჩაერთვებიან აქტივების მმართველი მსხვილი კომპანიები, რაც სრულად დააზღვევს ინვესტირებასთან დაკავშირებულ რისკებს და უზრუნველყოფს სისტემაში მონაწილე პირთა საპენსიო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებზე მაქსიმალური სარგებლის დარიცხვას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

როგორც მან აღნიშნა,ბმნიშვნელოვანია, რომ კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას, ინვესტიციებს და დასაქმებას ქვეყანაში.

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics