22:54 - 17 Jun, 2019
2019-01-26 14:49:33, 2014 ნახვა
Facebook-ი, მესენჯერის, ინსტაგრამის და Whatsapp-ის ჩეთებს დააკავშირებს

Facebook-ი გეგმავს, რომ მესენჯერს, ინსტაგრამსა და Whatsapp-ს შორის კომუნიკაცია შესაძლებელი გახადოს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC New York Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ყველა პლატფორმას საკუთარი დამოუკიდებელი აპლიკაცია ისევ ექნება, თუმცა Facebook-ი აპლიკაციების ინფრასტრუქტურის განახლებით მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ, მაგალითად, Messenger-იდან შეტყობინებები მეგობარს Whatsapp-ში გაუგზავნონ, ან პირიქით და ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ თუ აპლიკაცია ტელეფონში ჩაწერილი არ ექნებათ.

New York Times-ი ამტკიცებს, რომ ხსენებული ინიციატივა Facebook-ის შემქმნელს მარკ ცუკერბერგს ეკუთვნის.

მედიის ცნობით, მესენჯერების დაკავშირება 2019 წლის ბოლოს ან 2020 წლის დასაწყისში მოხდება.

"ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. გვსურს, რომ ჩვენი სერვისების მომხმარებლებს კომუნიკაცია გავუმარტივოთ. თუ მომხმარებელი ერთი აპლიკაციით სარგებლობს მას შეუძლია მეგობრებს ეკონტაქტოს, მიუხედავად იმისა, სარგებლობას თუ არა სხვა სერვისებით", - აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი BBC-სთან ინტერვიუში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics