09:01 - 19 Jun, 2019
2019-01-12 16:01:06, 1223 ნახვა
პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ  ვანში, 11 იანვარს  სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, ფაქტის შესწავლის  შედეგად გენერალური ინსპექცია დაადგენს,    ჰქონდა თუ არა  დაპირისპირებისას   რაიმე სახის გადაცდომას ადგილი და  ამის შემდეგ   მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

„საქართველოს  გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით  მიეწოდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო.  ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics